შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ ტრამპმა ტრადიციულად მიკრობლოგ "ტვიტერზე" დაწერა.
საგანგებო პრესკონფერენცია თეთრ სახლში ვაშინგტონის დროით 18:00 საათზე (თბილისის დროით 01:00 სთ) გაიმართება.
პრესკონფერენციას შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცეტრის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
I will be having a News Conference at the White House, on this subject, today at 6:00 P.M. CDC representatives, and others, will be there. Thank you!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) February 26, 2020