ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერმა ზორან მილანოვიჩმა გაიმარჯვა

საქართველო, თბილისი - 2020-01-06 13:14:00

ხორვატიის ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ზორან მილანოვიჩმა გაიმარჯვა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ზორან მილანოვიჩი და ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი მონაწილეობდნენ.

ზორან მილანოვიჩმა ამომრჩეველთა ხმები 55% მიიღო, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა კი 47%.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ხორვატიაში 2019 წლის 22 დეკემბერს გაიმართა.

ხორვატია საპარლამენტო რესპუბლიკაა, შესაბამისად პრეზიდენტს ძირითადად წარმომადგენლობითი უფლებამოსილება აქვს და მას 5 წლის ვადით ირჩევენ.