ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიიღებენ მონაწილეობას

საქართველო, თბილისი - 2019-12-23 10:40:00

ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზორან მილანოვიჩი მიიღებენ მონაწილეობას.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ხორვატიაში გუშინ გაიმართა.

ეროვნული საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებით, ზორან მილანოვიჩმა ამომრჩეველთა ხმების 29.57% მოიპოვა, ხოლო კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა 26.65%.

მეორე ტური 5 იანვარს სწორედ ამ ორ კანდიდატს შორის გაიმართება.

პრეზიდენტი 5 წლის ვადით აირჩევა.