ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 2019-12-22 17:51:00

ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

პრეზიდენტის პოსტზე 11 კანდიდატი იყრის კენჭს, მათ შორის, მოქმედი პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, ოპოზიციონერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზორან მილანოვიჩი (სოციალ-დემოკრატიული პარტია) და ცნობილი მომღერალი და მუსიკოსი მიროსლავ შკორო.

სწორედ ეს სამი კანდიდატი მოიაზრება გამარჯვების რეალურ კანდიდატებად.

ხორვატიის ეროვნული საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხმის მიცემის უფლებით დაახლოებით 4 მლნ ამომრჩეველი სარგებლობს.

პრეზიდენტი 5 წლის ვადით აირჩევა.იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში ვერც ერთი კანდიდატი მიიღებს 50%-ზე მეტ ხმას, მაშინ ორი კვირის შემდეგ დაინიშნება მეორე ტური.