"ქართუს გაკოტრების" საქმეზე ზურაბ ადეიშვილს 5 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 2019-12-02 10:34:00

ქართუს გაკოტრების" საქმეზე იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს 5 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ამავე საქმეზე ბრალდებული იყო ნიკა მელია, რომელიც იმ დროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი იყო. მას ბრალი 2 მუხლით ჰქონდა წარდგენილი. მოსამართლემ  ერთ ეპიზოდში გაამართლა, მეორეზე კი, 25 000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯა. გარდა ამისა, ნიკა მელიას 3 წლით და 2 თვით ჩამოართვა საჯარო სამსახურში დასაქმების უფლება.

"ქართუს“ გაკოტრების საქმეზე გამოძიება 7 წლის წინ, 2012 წელს დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, პოლიტიკურ პროცესებში აქტიური ჩართვის შემდეგ ბიძინა ივანიშვილზე ანგარიშწორების მიზნით ბანკის გაკოტრებისთვის ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა მოქმედებდა, რომელშიც პოლიტიკური თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი.