ყვარელში ხანძარს 12 წლის ბავშვი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 2019-11-26 12:37:00

ყვარლის მუნიციპალეტის სოფელ გრემში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 12 წლის ბავშვი ესმხვერპლა.

ხანძრის შედეგად დაშავდნენ გარდაცვლილის დედა და ოჯახის კიდევ ერთი წევრი, რომლებიც თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია.

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.