ახალი ზელანდიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ევთანაზიის ლეგალიზებას

საქართველო, თბილისი - 2019-11-14 11:26:00

ახალი ზელანდიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ევთანაზიის ლეგალიზებას, თუმცა მისი საბოლოოდ ამოქმედებისთვის ქვეყანაში რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. იუწყება BBC-ი.

ახალი ზელანდიის პარლამენტში აღნიშნული კანონპროექტი, მწვავე დებატების ფონზე, 69 51-ის წინააღმდეგ მიიღეს.

პრემიერ-მინისტრი ჯესინდა არდერნი მხარს უჭერდა კანონპროექტს.

ბოლოდროინდელი გამოკითხვის თანახმად, ახალ ზელანდიელთა 72%-მა მხარი დაუჭირა ევთანაზიის ლეგალიზებას.

ამოქმედების შემდეგ, კანონი პაციენტს, რომლის სცოცხლის ხანგრძლივობის საპროგნოზო მაჩვენებელი 6 თვეს არ აღემატება, საშუალებას მისცემს, საკუთარი ნებით  უარი თქვას სიცოცხლის გაგრძელებაზე.
სიცოცხლის ხანგრძლივობის შესახებ სამედიცინო დასკვნა ორი ექიმის მიერ უნდა იყოს დამოწმებული.

რეფერენდუმი ახალ ზელანდიაში 2020 წელს ჩატარდება.