„ისლამურმა სახელმწიფომ“ ალ-ბაღდადის მემკვიდრე დაასახელა

საქართველო, თბილისი - 2019-11-01 15:39:00

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ" აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მემკვიდრე დაასახელა.

"ისლამური სახელმწიფოს" ახალი ლიდერი იბრაჰიმ ალ-ჰაშემი ალ-ქურაშია.

"ისლამური სახელმწიფო" ყველა მუსულმანს მოუწოდებს ალ-ჰაშემს ერთგულება შეჰფიცონ.

BBC-ის ცნობით, ელემენტი „ჰაშემი", სავარაუდოდ მეტსახელია.  

"ისლამური სახელმწიფოს" განცხადებაში ახალ ლიდერზე არაფერია ნათქვამი. მას „ღვთისმეტყველად" და „ჯიჰადის ვეტერანად" მოიხსენიებენ.

ალ-ქურაში თავს ქურაიშიტების გვარის წარმომადგენელს უწოდებს. ისლამის მკვლევარები მიიჩნევენ, რომ „ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი წარმომავლობით აუცილებლად უნდა უავშირდებოდეს წინასწარმეტყველ მუჰამედს.

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი 27 ოქტომბერს აშშ-ის სპეცოპერაციის დროს სირიაში, იდლიბის პროვინციაში მოკლეს.