ავარია ვაზისუბანში - დაღუპულია ახალგაზრდა ქალი

საქართველო, თბილისი - 2019-10-17 21:51:00

თბილისში, ვაზისუბანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავტომანქანა ქალს დაეჯახა, შემდეგ კი სამ მანქანას. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დამტვრეულია ოთხი მანქანა.

გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.