YouTube-ი 170 მილიონი დოლარით დააჯარიმეს

საქართველო, თბილისი - 2019-09-04 18:45:00

აშშ-ის ვაჭრობის ფედერალურმა კომისიამ Google-ის კუთვნილებაში მყოფი YouTube-ი 170 მილიონი ამერიკული დოლარით დააჯარიმა.

აშშ-ის ვაჭრობის ფედერალური  კომისის განცხადებით, YouTube-ს ბრალი ედება 13 წლამდე ბავშვების პერსონალური ინფორმაციის, მშობლების ნებართვის  გარეშე, შენახვასა და გადამუშავებაში.

კომისიის განცხადებით, YouTube-ი დამუშავებულ ინფორმაციას მიზნობრივი სარეკლამო აქტივობებისთვის იყენებდა. მათი თქმით, კანონი, რომელიც 1998 წელს ინტერნეტსივრცეში ბავშვთა საყოველთაო დაცულობის გარანტს წარმოადგენდა, YouTube-მა მკაცრად დაარღვია და კომპანიის ქმედებას გამართლება არ მოეძებნება.

Google-ს ფედერალური კომისიისთვის 136 მილიონის, ხოლო ნიუ-იორკის შტატისთვის 34 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდა მოუწევს. აღსანიშნავია, რომ ვაჭრობის ფედერალურ კომისიას, აქამდე ასეთი დიდი ჯარიმა არასდროს დაუწესებია.