პეტრა-ციხისძირის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი ვიზიტორებისათვის რამდენიმე თვით დაიხურა

საქართველო, თბილისი - 2019-08-13 11:09:00

პეტრა-ციხისძირის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი ვიზიტორებისათვის 16 თვით დაიხურა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში განმარტავენ, რომ ​ პეტრა-ციხისძირის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 2019 წლის 12 აგვისტოდან 2020 წლის 1 დეკემბრამდე ვიზიტორებისათვის დაიკეტა.