აფეთქებების სერია ბანგკოკში

საქართველო, თბილისი - 2019-08-02 11:05:00

ბანგკოკში, სხვადასხვა ადგილზე 10 აფეთქება მოხდა. აფეთქებების სერია ადგილობრივი დროით დილის 5 საათიდან დაიწყო.

ტაილანდის დედაქალაქში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ლიდერების სამიტი იმართება. აფეთქებები სამთავრობო შენობების სიახლოვეს, ასევე ბანკების, საელჩოებსა და მეტროსადგურთან მოხდა.

ინფორმაცია დაღუპულების შესახებ არ ვრცელდება, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.