ერთ თვეში მაშველებმა საქართველოს წყლებზე 67 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს | ვიდეო

საქართველო, თბილისი - 2019-08-01 20:37:00

შინაგან საქმეთა სამინიტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, საქართველოს წყლებზე, ივლისის თვეში გადარჩენილი ადამიანების სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ივლისის მონაცემებით, საქართველოს წყლებზე 67 ადამიანი გადაარჩინეს. ამასთანავე, გადარჩენილებიდან 8 არასრულწლოვანი და 31 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. გარდა ამისა, მაშველებმა სანაპირო ზოლზე დაკარგული 25 არასრულწლოვანი იპოვეს.