დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გახდება

საქართველო, თბილისი - 2019-07-23 16:51:00

ბრიტანეთის მმართველი პარტიის ლიდერი ბორის ჯონსონი გახდა. ჯონსონს მხარი 92 ათასმა თანაპარტიელმა დაუჭირა. მისმა მთავარმა კონკურენტმა ჯერემი ჰანტმა კი 46 ათას 600 ხმა მოაგროვა.

კონსერვატიული პარტიის ლიდერის გარდა, ჯონსონი პრემიერის პოსტსაც დაიკავებს და ტერეზა მეის ჩაანაცვლებს.

ის ოფიციალურად თანამდებობას ხვალიდან დაიკავებს, მას შემდეგ რაც ბუკინგემის სასახლეში დედოფალთან აუდიენციას გამართავს.

მომავალი პრემიერის გამოსავლენადკონსერვატიული პარტიის“ 160 ათასამდე წევრმა საბოლოო არჩევანი  საგარეო საქმეთა მოქმედ და ყოფილ მინისტრებს, ჯერემი ჰანტსა და ბორის ჯონსონს შორის გააკეთა.

დღეს პრემიერ-მინისტრის რანგში ტერეზა მეიმ , მინისტრთა კაბინეტის ბოლო სხდომა გამართა. ხვალ კი, დედოფალთან გადადგომის შესახებ ოფიციალური განაცხადის გაკეთებამდე, თემთა პალატაში ანგარიშის ჩასაბარებლად ბოლოჯერ წარდგება. ტერეზა მეიმ გადადგომის შესახებ განცხადება 24 მაისს გააკეთა.