ხელისუფლება, რომ დაიწყებს მიტინგების მოწყობას, იმას დედა არ ჰყავს- გიგი უგულავა

საქართველო, თბილისი - 2019-07-09 00:24:00

არავის ეგონოს ეს ვიგინდარა რაინდი რამეს წარმოადგენდეს. ეს არის ვანკა-სტანკა ივანიშვილის, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ანტისაოკუპაციო აქციაზე.

მისი თქმით,  ლევან ვასაძის აქციის მონაწილეებს არაფერი აკავშირებს თავისუფლებასთან და მით უმეტეს, მართლმადიდებლობასთან.

ივანიშვილის სწორედ მათი მეშვეობით ცდილობს შეინარჩუნოს ხელისუფლება. " ხელისუფლება, რომ დაიწყებს მიტინგების მოწყობას, იმას დედა არ ჰყავს. არავის ეგონოს ეს ვიგინდარა რაინდი რამეს წარმოადგენდეს. ეს არის ვანკა-სტანკა ივანიშვილის",-განაცხადა  გიგი უგულავამ