რომელ ქვეყანაშია შესაძლებელი ყველაზე ხელსაყრელ ფასად iPhone-ს შეძენა? 

საქართველო, თბილისი - 2019-05-29 11:21:00

რომელ ქვეყანაშია შესაძლებელი ყველაზე ხელსაყრელ ფასში iPhone-ს შეძენა? Deutsche Bank-მა ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა, საიდანაც კარგად ჩანს თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რა ღირს iPhone.

სად იყიდება ყველაზე ძვირად iPhone?

ყველაზე ძვირი Apple-ს სმარტფონი ბრაზილიაშია. ბრაზილიაში 256 გბ-იანი iPhone XS-ის ღირებილება 2050 დოლარია. ბრაზილიაში iPhone-ს ფასს თუ შევადარებთ აშშ-ში არსებულ ფასს, დავინახავთ რომ ზრდა 164%-ია.

იმ ქვეყნების TOP-5, სადაც iPhone XS ყველაზე ძვირია ასე გამოიყურება:

ბრაზილია - 2050 დოლარი;

თურქეთი - 1880 დოლარი;

არგენტინა - 1776 დოლარი;

ინდოეთი - 1635 დოლარი;

საბერძნეთი - 1591 დოლარი;

სად ღირს iPhone ყველაზე იაფი?

ანალიზამა აჩვენა, რომ "ჩაკბეჩილი ვაშლის" სმარტფონი ყველაზე იაფი ნიგერიაშია, სადაც იგივე მოდელის ტელეფონი 6%-ით იაფია ვიდრე მისსავე სამშობლოში. ნიგერიაში 256 გბ-იანი iPhone XS-ის ​ღირებულება 1178 დოლარია.

შესაბამისად აშშ-ს ბაზარი, iPhone-ს სიიტაფის მხრივ მეორე ადგილზეა. 

იმ ქვეყნების TOP-5, სადაც iPhone XS ყველაზე იაფია ასე გამოიყურება:

ნიგერია - 1178 დოლარი;

აშშ - 1251 დოლარი;

იაპონია - 1256 დოლარი;

ჰონგ-კონგი - 1262 დოლარი;

ავსტრალია - 1317 დოლარი;

არაბეთის გაერთიანებული საემიროები - 1323 დოლარი;