სტამბოლის მაცხოვრებლებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მერის არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ გააპროტესტეს და აქცია „ქვაბების პროტესტი“ გამართეს.
როგორც ცნობილია, ცენტრლურმა საარჩევნო კომისიამ სტამბოლის მერის არჩევნები, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელმა ექრემ იმამოღლუმ გაიმარჯვა, გააუქმა და ხელახალი არჩევნები 23 ივნისს დანიშნა. მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის თავმჯდომარის მოადგილის ალი იჰსან იავუზის თქმით, 31 მარტს გამართული არჩევნები სტამბოლში მრავალრიცხოვანი დარღვევებით ჩატარდა.
სტამბოლის მოსახლეობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდა და აქციებზე ქვაბებითა და ტაფებით გამოვიდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ისმის ქვაბებისა და ტაფების ერთმანეთზე დარტყმით გამოწვეული გამაყრუებელი ხმა.
ასეთივე რეაქცია მოყვა 2013 წელს თვენახევრიან აქციებს, რომელსაც ჟურნალისტებმა „ქვაბების რევოლუცია“ უწოდეს. მაშინ საპროტესტო აქციები სტამბოლის ცენტრში გეზის პარკის მშენებლობას უკავშირდებოდა.
31 მარტს გამართულ არჩევნებში ოპოზიციური სახალხო-რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ექრემ იმამოღლუმ გაიმარჯვა, ხმების 48,8 პროცენტი მოაგროვა და მმართველი პარტიის წარმომადგენელს 13 729 ხმით მოუგო.
#Turkey: Spontaneous Protests break in Istanbul -with literally pots and pans- against Government decision to rerun Municipal elections.
— Joyce Karam (@Joyce_Karam) May 6, 2019
Erdogan and his party were crushed in those elections: pic.twitter.com/hEH4c0lizW