მოსკოვში, შერემეტევოს აეროპორტში თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა | ვიდეო

საქართველო, თბილისი - 2019-05-05 19:58:00

მოსკოვში, შერემეტევოს აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავს დაფრენისას ცეცხლი გაუჩნდა.

ხანძრის შედეგად დაშავებულია 6 ადამიანი. ბორტზე სულ 79 პირი იმყოფებოდა. 

საინფორმაციო სააგენტო Tass-ის ცნობით, დაღუპულია 13 ადამიანი.

რუსულ მედიაზე დაყრდნობით, BBC-ი წერს, რომ თვითმფრინავი მოსკოვი-მურმანსკის რეისს ასრულებდა, თუმცა მალევე დაბრუნდა აეროპორტში და დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.