გამოდი თანასწორობისთვის! თავისუფლებისთვის! სიყვარულისთვის! - თბილისი პრაიდი ახალ ვიდეოს აქვეყნებს

საქართველო, თბილისი - 2019-05-02 13:56:00

"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორების ფეისბუკის გვერდზე ახალ ვიდეოს აქვეყნებენ.

"არ აქვს მნიშვნელობა შენს სქესს, ასაკს, წარმომავლობას, პროფესიას, განათლებას, ორიენტაციას…თუ შენთვის მიუღებელია ადამიანების ჩაგვრა: გამოდი თანასწორობისთვის! გამოდი თავისუფლებისთვის!  გამოდი სოლიდარობისთვის! გამოდი უსაფრთხოებისთვის! გამოდი სიყვარულისთვის!", - წერენ ორგანიზატორები ფეისბუკზე.

შეგახსენებთ, რომ "თბილისის პრაიდის" ორგანიზებით "ღირსების მარშის" კვირეულის ჩატარება მიმდინარე წლის 18 - 23 ივნისს იგეგმება.