„თბილსერვის ჯგუფი" დასუფთავების მასშტაბურ სამუშაოებს განაგრძობს

საქართველო, თბილისი - 2019-04-12 15:21:00

„თბილსერვის ჯგუფმა“ დღეს, აღმოსავლეთის მიმართულებით დედაქალაქის შესასვლელი-გასასვლელი დაასუფთავა. ასევე, თბილისის შემოვლითი გზის 15-კილომეტრიანი მონაკვეთის გაწმენდა დაიწყო.

თბილისის შემოვლითი გზის და მიმდებარე ფერდობების გაწმენდის სამუშაოები კვირის განმავლობაში, ეტაპობრივად განხორციელდება.