პრემიერ-მინისტრი კინორეჟისორ გიორგი დანელიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველო, თბილისი - 2019-04-04 19:42:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე კინორეჟისორ გიორგი დანელიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კინორეჟისორ გიორგი დანელიას გარდაცვალების გამო. გიორგი დანელიას კინოშედევრების სიყვარული ყველა თაობას აერთიანებს, რაც მხოლოდ დიდ ხელოვანს შეუძლია“, - აღნიშნულია პრემიერის სამძიმრის წერილში.