თიბისი არტ გალერეაში ჯორჯ კატსტალერის გამოფენა - „საქართველოზე ფიქრით" გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 2019-04-04 12:32:00

5 აპრილს, 18:00 საათზე თიბისი არტ გალერეაში ავსტრიელი ფოტოხელოვანის, ჯორჯ კატსტალერის გამოფენა - „საქართველოზე ფიქრით" გაიხსნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი 18 ფოტონამუშევარი იმ დიდი ციკლის ნაწილია, რომელზეც ავსტრიელი ფოტოგრაფი სამი წელი მუშაობდა.

გამოფენის მხარდამჭერები არიან: ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და ფოტოფესტივალი „ქოლგა, თბილისი, ფოტო".