სერგეენკოს განცხადება, რომ C ჰეპატიტის მკურნალობა 125 000 ადამიანმა ჩაიტარა, არის ტყუილი- ზურაბ ჭიაბერაშვილი

საქართველო, თბილისი - 2019-03-07 16:28:00

„დავით სერგეენკოს განცხადება, რომ C ჰეპატიტის მკურნალობა უკვე 125 000 ადამიანმა ჩაიტარა არის სრული ტყუილი და არ შეესაბამება სიმართლეს, - განაცხადა  "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ჭიაბერაშვილის თქმით, მინისტრმა ცრუ მონაცემები გააჟღერა. "ევროპულ საქართველოში" პროგრამაში არსებულ ხარვეზებზე და მისი შეჩერების რისკებზე საუბრობენ.

„დავით სერგეენკოს განცხადება, რომ C ჰეპატიტის მკურნალობა უკვე 125 000 ადამიანმა ჩაიტარა არის სრული ტყუილი და არ შეესაბამება სიმართლეს. ამ მომენტისთვის პირიქით, პროგრამას აქვს სერიოზული პრობლემა იმისა, რომ იმათაც კი, ვისაც დაუდასტურდა C ჰეპატიტის არსებობა იმათი ნაწილიც კი, დღეს პროგრამაში ჩართული არ არის და ჯანდაცვის სამინისტროს სერიოზულად სჭირდება მენეჯმენტის გაუმჯობესება იმისათვის, რომ 2020 წლისთვის მნიშვნელოვნად აიწიოს იმ ადამიანთა რიცხვმა, ვინც მკურნალობა ჩაიტარა,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.