ივანიშვილმა ჩემთან სატელეფონო საუბარში არსებული გუნდი მოიხსენია იდიოტებად - არმაზ ახვლედიანი

საქართველო, თბილისი - 2019-03-05 23:03:00

ივანიშვილმა სატელეფონო საუბარში მთხოვა, რომ 2-3 თვეში დავბრუნებულიყავი მასთან ერთად ან მის გარეშე და არსებული გუნდი პარტია „ქართული ოცნებისა“, მოიხსენია იდიოტებად, - განაცხადა გადაცემა არჩევანში საუბრისას არმაზ ახვლედიანმა.

მისი განცხადებით, თავად ბიძინა ივანიშვილი დიდი წარმოდგენის არ არის ქართულ ოცნებაზე.

„2015-ში, როდესაც მე გავწყვიტე ურთიერთობა ოცნებასთან, ივანიშვილმა სატელეფონო საუბარში მთხოვა, რომ 2-3 თვეში დავბრუნებულიყავი მასთან ერთად ან მის გარეშე და არსებული გუნდი პარტია „ქართული ოცნებისა“, მოიხსენია იდიოტებად,“ - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

არმაზ ახვლედიანის თქმით, დღეს მოქმედი პრემიერი, ფაქტობრივად, უფუნქციოა და მის მაგივრად გადაწყვეტილებებს მიიღებს ირაკლი ღარიბაშვილი.