ირაკლი ღარიბაშვილი "ქართულ ოცნებაში" ბრუნდება - რუსთავი2

საქართველო, თბილისი - 2019-03-05 11:01:00

ტელეკომპანია რუსთავი2-ის ინფორმაციით,  ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტია "ქართულ ოცნებაში" ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე ბრუნდება.

ამ წუთებში "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა იწყება, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება.