ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ არ განახლდეს დანიშვნები - ანა დოლიძე მოსამართლეთა უვადო დანიშვნაზე

საქართველო, თბილისი - 2019-03-04 10:01:00

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ არ განახლდეს დანიშვნები, - აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მოსამართლეთა უვადო დანიშვნაზე. მისი თქმით,  იუსტიციის უმაღლესი საბჭო,  მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის სამჭედლო სკოლად ჩამოყალიბდა. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იქნება თბილისის სააპელაციო სასამართლოს პალატებსა და კოლეგიაში მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრაზე, დაგეგმილია იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევი კონკურსის კენჭისყრაც.

მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის კადრების სამჭედლო ამზადებს კადრებს იმისთვის, რომ შეავსოს მურუსიძე-ჩინჩალაძის მიერ მართული სასამართლო. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ არ განახლდეს დანიშვნები. თუ განახლდება, საბჭოს ძალიან გაუჭირდეს ხალხის დანიშვნა. ჩვენ არ ავიღებთ პასუხისმგებლობას, რომ დანიშვნებით სასამართლოში შევა სუფთა და კომპეტენტური ხალხი“,-აცხადებს საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.