სეულში რობოტები რობოტული ტექნოლოგიების მუზეუმს ააშენებენ

საქართველო, თბილისი - 2019-02-22 11:33:00

თურქულმა არქიტექტურულმა კომპანია Melike Altinisik Architects-მა (MAA) სეულის მტავრობის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა, რომელიც რობოტული ტექნოლოგიების მუზეუმის მშენებლობას ითვალისწინებს.

Design Boom-ზე პროექტის კონცეპტუალური დიზაინი უკვე გამოქვეყნებულია.

როგორც ირკვევა, მუზეუმის მშენებლობა 2022 წლისთვის უნდა დასრულდეს.

მუზეუმის მშენებლობაზე ადამიანურ რესურსთან ერთად გამოყენებული იქნებიან ასევე რობოტები.

მუზეუმი მთლიანობაში 6.5 ათას კვ/მზე იქნება გადაჭიმული.