დღეს თიბისის მობაილბანკის ახალი, ინოვაციური ფუნქციის - ხმოვანი ასისტენტის - პრეზენტაცია გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2019-02-21 09:28:00

21 თებერვალს, 19:30 საათზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება თიბისის მობაილბანკის ახალი, ინოვაციური ფუნქციის - ხმოვანი ასისტენტის - პრეზენტაცია. მობაილბანკიდან თანხის გადარიცხვა უკვე ხმოვანი ასისტენტის დახმარებით არის შესაძლებელი. ახალი ფუნქციის პრეზენტაციაზე თიბისის და Pulsar Al-ის წარმომადგენლები სტუმრებს დეტალურად გააცნობენ ხმოვან ასისტენტს.