თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას რეფორმირებული პენიტენციური სისტემა დახვდება - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 2019-02-04 14:48:00

„თუ ჩამოვა სააკაშვილი საქართველოში, მას დახვდება რეფორმირებული პენიტენციური სისტემა, რომელიც არის რადიკალურად შეცვლილი 2012 წლის შემდეგ",- ასე გამოეხმაურა  პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში დაბრუნდება და  გაზაფხულზე „ნაციონალური მოძრაობა" ფართომასშტაბიან აქციებს დაიწყებს.