სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ილუზია მოსამართლედწოდებულმა გვრიტიშვილმა გაანადგურა - ბესელია

საქართველო, თბილისი - 2019-01-30 18:37:00

თუკი ვინმეს რაიმე ილუზია ჰქონდა დარჩენილი სასამართლოს დამოუკიდებლობის თაობაზე , ეს ილუზია და განცდა გაანადგურა გუშინ, ეთერში მოსამართლედწოდებულმა გვრიტიშვილმა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ facebook-ის თავის გვერდზე დაწერა.

„ამაზე უარესად ლუსტრირებას ვერავინ მოახდენდა სასამართლო სისტემის პრობლემების! ყველა შრომა რაც ჩაიდო ეს წლები -თავად გაანადგურა. კომენტარიც კი ზედმეტია იმაზე რაც იკადრა!!! ეს არის სახე დღეს მართლმსაჯულების! უფრო იოლად გასაგებია რა უნდა შევცვალოთ! ახლა თურმე კრიტერიუმებს თავად წერს- საკუთარ კანდიდატურას რა მოარგოს. ჯალათის როლიდან კანონმდებლის როლში მოისურვეს ყოფნა. კარგად გვაჩვენეს - რა უნდა შევცვალოთ და რატომ !!!”  - ბესელია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვტირიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში სასამართლო სისტემის ირგვლივ არსებულ ვითარებასა და დაპირისპირებაზე ისაუბრა.