Pobeda Airlines-ი დონის როსტოვიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს

საქართველო, თბილისი - 2019-01-14 16:19:00

რუსული ავიაკომპანია Pobeda Airlines-ი დონის როსტოვიდან ბათუმის მიმართულებით გეგმავს ავიარეისების განხორციელებას. ავიაკომპანია აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ოპერირებას 6 ივნისიდან შეუდგება. დონის როსტოვიდან ბათუმის მიმართულებით Pobeda Airlines-ი ფრენებს ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას განახორციელებს

ფრენის ხანგრძლივობა 1.5 საათია.