10 წლიანი პაუზის შემდეგ, ლიეტუვისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიარეისები იწყება

საქართველო, თბილისი - 2019-01-14 13:32:00

10 წლიანი პაუზის შემდეგ, ლიეტუვისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიარეისები იწყება. პირდაპირი ფრენები თბილისი-ვილნიუსის საჰაერო ხაზზე აპრილიდან დაიწყება. აღნიშნულ მარშრუტზე ოპერირებას ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი განახორციელებს, რომელიც რეისებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს.