Air France საუდის არაბეთის მიმართულებით ფრენებს აჩერებს

საქართველო, თბილისი - 2019-01-11 12:10:00

1-ელი თებერვლიდან ავიაკომპანია Air France საუდის არაბეთის მიმართულებით ფრენებს აჩერებს. მიზეზად ეკონომიკური მაჩვენებლები სახელდება.

Air France-ს ინფორმაციით,  Saudi Arabian-თან მიღწეული შეთანხმებით, ამიერიდან აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრებს Saudi Arabian-ი მოემსახურება.