Gulf Air-ი „ბუტიკ ავიაკომპანიად“ გარდაქმნას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 2019-01-10 15:50:00

ბაჰრეინის სამეფოს ფლაგმანი ავიაკომპანია Gulf Air-ი, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზეც ოპერირებს, 5 წლიანი რენოვაციის პროგრამის ფარგლებში, „ბუტიკ კონცეფციის“ დანერგვას გეგმავს.

ავიაკომპანიის მენეჯმენტის განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯი მიზნად ისახავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

რენოვაციის ფარგლებში დაგეგმილია ავიაკომპანიის კორპორატიული სტილის განახლება, B787 Dreamliner-ის ეკონომ და ბიზნეს-კლასში სავარძლების დიზაინის ცვლილება და ასე შემდეგ.

იმავდროულად Gulf Air-ი, ბაზირებას ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტის ახალ ტერმინალში მოახდენს და გეგმის მიხედვით გააგრძელებს ავიაპარკის განახლებას.