flyUIA თბილისიდან ევროპულ მიმართულებებზე ფასდაკლების აქციას აცხადებს

საქართველო, თბილისი - 2019-01-10 14:18:00

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები flyUIA თბილისიდან ევროპის ზოგიერთ მიმართულებაზე ფასდაკლების აქციას აცხადებს. აქცია ეხება ორმხრივ ბილეთებს, რომელთა შეძენაც 31 იანვრამდე უნდა მოხდეს, ხოლო მოგზაურობა 31 მაისამდე პერიოდში დაიგეგმოს.

flyUIA-ს საქართველოს წარმომადგენლობაში განმარტავენ, რომ ავიაბილეთებზე აქცია არ შეეხება 28 აპრილიდან 1-ელ მაისამდე პერიოდს (გამგზავრება) და ასევე 4 მაისიდან 9 მაისამდე პერიოდს (უკანა გზა).

აქციის ფარგლებში ავიაბილეთების ფასები ასეთია:

თბილისი-ათენი-თბილისი 140 ევროდან;

თბილისი-ვარშავა-თბილსი140 ევროდან;          

თბილისი-თელ ავივი-თბილისი 140 ევროდან;

თბილისი-რიგა-თბილისი 160 ევროდან;                        

თბილისი-კოპენჰაგენი-თბილისი 170 ევროდან;  

თბილისი-ვენეცია-თბილისი  200 ევროდან;              

თბილისი-ბარსელონა-თბილისი 200 ევროდან;              

თბილისი-ბერლინი-თბილისი 200 ევროდან;              

თბილისი-რომი-თბილისი 200 ევროდან;

თბილისი-პრაღა-თბილისი 200 ევროდან;          

თბილისი-მიუნჰენი-თბილისი 200 ევროდან; 

თბილისი-ვენა-თბილისი 200 ევროდან;  

თბილისი-პარიზი-თბილისი 200 ევროდან;              

თბილისი-ფრანკფურტი-თბილისი  200 ევროდან; 

თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისი 220 ევროდან;              

თბილისი-მადრიდი-თბილისი 220 ევროდან;                         

თბილისი-ლონდონი-თბილისი 250 ევროდან;                             

PS. აღნიშნული ფასი მოიცავს აეროპორტის მოსაკრებელსაც.