11 იანვარს იტალიაში აეროპორტების ნაწილი იფიცება

საქართველო, თბილისი - 2019-01-10 11:47:00

თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა (THY) სტამბოლიდან იტალიის ქალაქების მიმართულებით 11 იანვარს დაგეგმილი რეისების ნაწილი გააუქმა.

ავიაკომპანიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ რეისების გაუქმების მიზეზი, 11 იანვარს იტალიაში ავიადისპეჩერების გაფიცვა გახდა.

შესაბამისად, Turkish Airlines-ი აღნიშნულ დღეს სტამბოლიდან აუქმებს ფრენებს რომის, ვენეციისა და მილანის მიმართულებით. შესაბამისად უქმდება Turkish Airlines-ის, 11 იანვარს დაგეგმილი მილანი-სტამბოლის, რომი-სტამბოლის და ვენეცია-სტამბოლის რეისებიც.