Ural Airlines-ი ომსკიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს გეგმავს

საქართველო, თბილისი - 2019-01-09 11:31:00

რუსული მედიის ინფორმაციით, მალე „როსავიაცია“ ომსკიდან 6 ახალ, საერთაშორისო მიმართულებაზე გასცემს ნებართვას და მათ შოროსაა საქართველოს დედაქალაქიც. აღნიშნულ მარშრუტზე კი ოპერირებას Ural Airlines-ი განახორციელებს, რომელიც კვირაში 2 სიხშირით იფრენს.

დღეისათვის ომსკის აეროპორტიდან ავიარეისები მხოლოდ ერთი საერთაშორისო მიმართულებით ხორციელდება. შიდა რეისების გარდა ომსკიდან მხოლოდ ასტანას მიმართულებითაა შესაძლებელი გადაადგილება.