თურქეთის აეროპორტები 2018 წელს 210 მლნ მგზავრს მოემსახურნენ

საქართველო, თბილისი - 2019-01-08 10:57:00

2018 წლის სტატისტიკური მონაცემებით, თურქეთის აეროპორტებში მგზავრთნაკადი 8.6%-ით გაიზარდა და 210.1 მლნ მგზავრი შეადგინა.

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მეხმეტ ჯახიტ ტურხანმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ  DHMI-ის მონაცემებით, დეკემბერში თურქეთში შიდა რეისებმა 62 128 შეადგინა, საერთაშორისო ავიარეისების რაოდენობამ 40978, ხოლო პირდაპირმა გადაფრენებმა (overflight) – 38 603.

შესაბამისად მხოლოდ დეკემბერში, თურქეთის აეროპორტებში მგზავრთნაკადი, ტრანზიტული მგზავრების ჩათვლით 13.5 მლნ მგზავრის დონეზე იყო.

ცნობისათვის, 2018 წელს შიდა ავიარეისების რაოდენობამ 893 223, საერთაშორისო - 649 553, ხოლო პირდაპირმა გადაფრენებმა (overflight) – 474 987 შეადგინა.