„საქართველოს რკინიგზა“ 7 იანვარს თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე დამატებით რეისებს ნიშნავს

საქართველო, თბილისი - 2019-01-04 17:04:00

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“  7 იანვარს თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა  (N878/877) და   თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებებზე დამატებით რეისებს ნიშნავს.

ასევე თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი - თბილისის მიმართულებაზე მოძრავ სამგზავრო შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასის ვაგონები.

დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:

 

თბილისი-ზუგდიდი-თბილისი #878/877

გასვლა

ჩასვლა

გამოსვლა

ჩამოსვლა

08:50

14:43

17:05

22:45

თბილისი-ბათუმი-თბილისი #808/807

გასვლა

ჩასვლა

გამოსვლა

ჩამოსვლა

10:30

15:30

17:10

22:05

 

 საქართველოს რკინიგზა“ გილოცავთ  შობის დღესასწაულს და გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!