იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩიეს

საქართველო, თბილისი - 2018-12-31 10:49:00

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე აირჩიეს.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კენჭისყრის ორი ტური გაიმართა: პირველ ტურში გედევან ფოფხაძემ 6 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, ლევან გოგიჩაიშვილმა 5-ის, ხოლო რუსლან პოღოსიანმა 1-ის. კენჭისყრის მეორე ტურში გედევან ფოფხაძემ 7 ხმა მიიღო, ხოლო ლევან გოგიჩაიშვილმა - 2.

ცნობისთვის, იურიდიულ კომიტეტს ახალი თავმჯდომარის არჩევამდ გედევან ფოფხაძე უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, ეკა ბესელია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს.