2018 წლის მონაცემებით წმინდა ექსპორტის ზრდის 100% თავისუფალი ვაჭრობის ბაზრებზე მოდის

საქართველო, თბილისი - 2018-12-31 13:07:00

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს:

 დსთ-სთან
 თურქეთთან
 ევროკავშირთან
 EFTA-სთან
 ჩინეთთან

შედეგად:

 წვდომა ჯამში 2.3 მილიარდზე მეტ სამომხმარებლო ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით.

 ამ ქვეყნებში გადის საქართველოში წარმოებული პროდუქციის ესპორტის 78%.

 2018 წლის მონაცემებით წმინდა ექსპორტის ზრდის 100% მოდის თავისუფალი ვაჭრობის ბაზრებზე.

✔️ 2019 წლის გეგმა:

 თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილების შეტანა.

 გაერთიანებულ სამეფოსთან ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ტექსტის მომზადება.

 ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევის განხორციელება (პირველი ნახევარი).

 ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყება (პირველი კვარტალი)

 ყურის ქვეყნებთან და იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაზე მუშაობა.

 აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების მიზნით აქტიური მუშაობის წარმოება, როგორც პოლიტიკურ ასევე ექსპერტულ დონეზე.