საქართველოში ყველაზე მეტნომრიანი სასტუმრო ბათუმშია

საქართველო, თბილისი - 2018-12-28 13:12:00

საქართველოში ყველაზე მეტნომრიანი სასტუმრო ბათუმშია. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, ბათუმში მდებარე სასტუმრო Euphoria-ს საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი, 415 სასტუმრო ნომერი გააჩნია.

სასტუმრო ნომრების რაოდენობის მხრივ მეორე ადგილზეა თბილისში მდებარე სასტუმრო Holiday Inn-ი, რომელიც 270 სასტუმრო ნომერზეა გათვლილი.

მესამე პოზიციაზე ასევე თბილისში მდებარე სასტუმრო Radisson Blu Iveria, რომელსაც 249 სასტუმრო ნომერი აქვს.

„შესანიშნავ ხუთეულში“ მოხვდა ასევე Hilton-ი და Hotels & Preference Hualing Tbilisi (მეოთხე პოზიცია), რომელთაც 247-247 სასტუმრო ნომერი აქვს და ასევე ბაკურიანში მდებარე 240 სასტუმრო ნომრიანი Sveti (მეხუთე პოზიცია).

მაშ ასე, საქართველოში მოქმედი ყველაზე მეტი რაოდენობით სასტუმრო ნომრების მქონე სასტუმროების TOP-20 ასე გამოიყურება:

  1. Euphoria - სასტუმრო ნომრების რაოდენობა: 415
  2. Holiday Inn - სასტუმრო ნომრების რაოდენობა: 270
  3. Radisson Blu Iveria - სასტუმრო ნომრების რაოდენობა: 249
  4. Hilton დაHotels & Preference Hualing Tbilisi - სასტუმრო ნომრების რაოდენობა: 247
  5. Sveti - სასტუმრო ნომრების რაოდენობა: 240
  6. Biltmore - სასტუმრო ნომრების რაოდენობა: 214
  7. Drimland Oasis - სასტუმრო ნომრების რაოდენობა: 206
  8. Sheraton Batumi Hotel - სასტუმრო ნომრების რაოდენობა: 202
  9. Welmond- - სასტუმრო ნომრების რაოდენობა: 180
  10. Radisson Blu - სასტუმრო ნომრების რაოდენობა: 168
  11. Borjomi Palace - სასტუმრო ნომრების რაოდენობა: 164
  12. Georgia Palace Hotel - სასტუმრო ნომრების რაოდენობა: 157
  13. Georgia Palace, Rooms Hotel Kazbegi და Kazbegi Room's - სასტუმრო ნომრების რაოდენობა: 156
  14. Ramada Encore Tbilisi - სასტუმრო ნომრების რაოდენობა: 152
  15. Borjomi Likani- სასტუმრო ნომრების რაოდენობა: 151
  16. Sairme დაMgzavrebi - სასტუმრო ნომრების რაოდენობა: 150
  17. Wyndham Batumi დაIntourist Palace - სასტუმრო ნომრების რაოდენობა: 146
  18. Tskaltubo Spa Resort და Rooms Hotel Tbilisi- სასტუმრო ნომრების რაოდენობა: 141
  19. Tbilisi - სასტუმრო ნომრების რაოდენობა: 135
  20. Tbilisi Marriott - სასტუმრო ნომრების რაოდენობა: 127