შობა-ახალ წელს ყველაზე სასურველი საჩუქარია iPhone

საქართველო, თბილისი - 2018-12-25 11:43:00

აშშ-ში, თინეიჯერებისათვის, შობა-ახალ წელს ყველაზე სასურველი საჩუქარი არის iPhone. აღნიშნულის შესახებ Piper Jaffray-ს კვლევაშია აღნიშნული.

Piper Jaffray-ს მიერ შედგენილი რეიტინგით, სასურველ საჩუქართა რეიტინგში მეორე ადგილზეა Apple Watch-ი, მესამეზე - MacBook-ი, ხოლო მეოთხეზე - Airpods.

რეიტინგში შემდეგ მოდის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შემდეგი ბრენდების: Gucci, Vans, Adidas და Lululemon-ი. ასევე NBA 2k19-ის ვიდეოთამაშები.

უნდა აღინიშნოს, რომ სასურველ საჩუქართა რეიტინგში წელს პირველად დაფიქსირდა კრიპტო ვალუტა Bitcoin-ი და ვირტუალური ვალუტა V-Bucks-ი Fortnite-ს ვიდეოთამაშებისათვის.