საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც 1-ლი იანვრიდან გადავა ერთიან საგადასახადო დოკუმენტზე - მამუკა ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 2018-12-20 11:56:00

საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც გადავა ერთიან საგადასახადო დოკუმენტზე 2019 წლის 1-ლი იანვრიდან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„ჩვენ სხვა ინოვაციური რეფორმებიც გვაქვს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შევამციროთ ბიუროკრატია. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც გადავა ერთიან საგადასახადო დოკუმენტზე 2019 წლის 1-ლი იანვრიდან. ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვართ მოწადინებული, რომ გადასახადების დონე განსაკუთრებით, მცირე მეწარმეებისთვის, კიდევ უფრო შემცირდეს. ბოლო კვლევების თანახმად, საქართველო მსოფლიო ხუთეულში შედის დაბალი გადასახადების თვალსაზრისით,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.