პაატა ბურჭულაძემ რუსეთში იმ კონცერტზე იმღერა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა

საქართველო, თბილისი - 2018-12-18 09:32:00

პაატა ბურჭულაძემ სანქტ-პეტერბურგში იმ კონცერტზე იმღერა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა.  

კონცერტი 15 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა და ის მაესტრო იური ტემირკანოვის იუბილეს ეძღვნებოდა

კონცერტზე, რომელზეც პაატა ბურჭულაძემ ზაქარია ფალიაშვილის "დაისიდან" ერთ-ერთი არია "ღვინოვ კახურო" შეასრულა, ვლადიმერ პუტინი სიტყვით გამოვიდა