EIA 2019 წელს ნავთობის მიმდინარე ფასების შენარჩუნებას ვარაუდობს

საქართველო, თბილისი - 2018-12-15 17:25:00

აშშ ელოდება 2019 წელს სანავთობო ბაზარზე ბალანსსა და ნავთობის მიმდინარე ფასების შენარჩუნებას "ოპეკი +"-ის გარიგების მეშვეობით, ნათქვამია აშშ-ის ენერგეტიკული საინფორმაციო სამმართველოს (EIA) ანგარიშში.

"EIA ვარაუდობს, რომ  ნავთობზე ფასის ბოლოდროინდელი შემცირება  "ოპეკი +"-ის ქვეყნების მიერ ნავთობის მოპოვების შემცირებასთან ერთობლივად გამოიწვევს 2019 წელს ნავთობის მიწოდებასა და მოთხოვნილებას შორის მნიშვნელოვან ბალანსს. EIA-ის პროგნოზით, ეს შეინარჩუნებს ფასებს მიმდინარე დონეზე უახლოესი თვეების განმავლობაში", ნათქვამია ანგარიშში.

ამავე დროს, EIA-მა მნიშვნელოვნად შეამცირა Brent და WTI მარკის ნავთობის ფასის პროგნოზი 2019 წელს 11 დოლარით ბარელზე 61 და 54 დოლარამდე/ბარელზე შესაბამისად.