რუსეთი ნავთობის მოპოვებას 2%-ით შეამცირებს

საქართველო, თბილისი - 2018-12-15 16:24:00

რუსეთი შეამცირებს ნავთობის დღე-ღამურ მოპოვებას 228 ათასი ბარელით 2018 წლის ოქტომბრის თვის დონიდან "ოპეკი +"-ის შეთანხმების ფარგლებში. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა.

მისი თქმით, კლიმატური პირობების გამო ამისათვის რამოდენიმე თვე იქნება საჭირო.

"ოქტომბრის თვეში ჩვენთან მოპოვება შეადგენდა დაახლოებით 11,4 მლნ ბარელს/დღე-ღამეში. შეთანხმების თანახმად, რუსეთი შეამცირებს მოპოვებას ამ  ოდენობიდან 2%-ით, რაც დაახლოებით 228 ათასი ბარელია", - აღნიშნა მინისტრმა.

ნოვაკის თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნავთობის მოპოვების შემცირება მოხდება მაქსიმალური ტემპებით ტექნიკური შესაძლებლობების შესაბამისად, მაგრამ ამას რამოდენიმე თვე დასჭირდება.