უკრაინის ავიაბაზარზე Ryanair-ის "შვილობილიც" შედის

საქართველო, თბილისი - 2018-12-13 13:10:00

1-ელი თებერვლიდან უკრაინაში ოპერირებას კიდევ ერთი „ლოუკოსტერი“ Laudamotion-ი იწყებს. ავსტრალიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის "შვილობილი? კომპანიაა.

Laudamotion-ის სამარშუტო რუკაზე კიევი უკვე დატანილია. როგორც ირკვევა „ლოუკოსტერი“ ვენიდან კიევის მიმართულებით რეისებს კვირაში 5 სიხშირით განახორციელებს.

ავიაკომპანიის საიტზე ვენა-კიევის მიმართულებით ავიაბილეთის გაყიდვები ჯერჯერობით არ დაწყებულა. ავიაკომპანიას კიევის მიმართულებით რეისებზე არც ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს Ryanair-მა Laudamotion-ის აქციების 24,9%-ი შეისყიდა და სამომავლოდ Laudamotion-ში წილის ზრდას 75%-მდე გეგმავს.