ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2018-12-13 09:01:00

13 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ბანკის სათავო ოფისში (მის: გაგარინის 29ა, შემოსასვლელი სანაპიროს მხრიდან) 17 დეკემბერს დაგეგმილი ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების შესახებ  საქართველოს ბანკისა და  Welcome to Georgia! -ს ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. კონფერენციას გაუძღვებიან:

·         ზურაბ მასურაშვილი – საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი;

·         მარინა ჩაიკა - Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი;

·         გიორგი ჩოგოვაძე - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

·         ანდრია ბასილაია - თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი;

·         მაია ხაჩიძე - ბიდიო საქართველოს პარტნიორი;