პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - vali.ge მონაცემები განახლდა - ერთიან ბაზას„ვითიბი ბანკის" მონაცემები დაემატა.
ამ დროისთვის ვებგვერდზე ატვირთულია ინფორმაცია 412 ათას 420 მსესხებლის, 695 ათას 644 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა 3,148,735,096 ლარია.
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია 7 საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები/კრედიტები:
შეგახსენებთ, რომ ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი მარტივი ეტაპის გავლა:
აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში გაუნულდება ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება.
პარალელურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში, ერთიან მონაცემთა ბაზას კვლავ დაემატება განახლებული მონაცემები.